“საფრანგეთსა და კვიპროსში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობაზე ვმუშაობთ”- მინისტრის მოადგილე

“საფრანგეთსა და კვიპროსში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობაზე ვმუშაობთ”- მინისტრის მოადგილე

სახელმწიფოს მხრიდან გასულ წელს საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების რამდენიმე პროგრამის ამოქმედება დაანონსდა. მათ შორის იყო სეზონური სამუშაოები გერმანიაში. სხვა ქვეყნებში ჯერჯერობით ლეგალურად საქართველოს მოქალაქეები არ დასაქმებულან.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია აცხადებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბულგარეთთან და საფრანგეთთან. ბარკალაიას თქმით, ორივე მიმართულებით მუშაობა გრძელდება, თუმცა პროცესები უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა დროებით შეაფერხა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ბულგარეთის შემთხვევაში ქართული მხარე მათგან შესაბამის ვაკანსიებს უკვე ელოდება, ხოლო საფრანგეთში ჯერჯერობით პროგრამის ამუშავებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამასთან თამარ ბარკალაიას თქმით, ლეგალური დასაქმების პროგრამის ამოქმედება გეგმაშია კვიპროსთანაც.

“პილოტის სახით ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ლეგალური დასაქმების პროგრამის მექანიზმს ავაწყობთ უკვე საფრანგეთისთვისაც. ოღონდ ეს იქნება მცირე რაოდენობა ვაკანსიების და შევხედავთ როგორ ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები და საფრანგეთის მხარე ასეთი ტიპის თანამშრომლობით. პარალელურად რამოდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, მათ შორის ერთ-ერთი კვიპროსია, თუმცა აქვე მინდა ვაღიარო, რომ უკრაინაში ომმა გამოიწვია ზოგადად მიგრაციული კრიზისი და აქედან გამომდინარე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ხდება გადაფასება მათი საჭიროებებისა და ეს არის ის პროცესი, რომელსაც ჩვენ ველოდებით იქამდე, სანამ გავაგრძელებთ აქტიურ მოლაპარაკებებს”-აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია.

ცნობისთვის, ბულგარეთის, საფრანგეთისა და კვიპროსის გარდა ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქეების გადამზადება ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით. გადამზადების კურსს ჯამში 119 ადამიანი გადის.

მსგავსი სიახლეები

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…